09:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 16:56:49, 1224 ნახვა

ეკონომიკა
ბაკურიანში შესაძლოა, ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს

2022 წლისთვის ბაკურიანში შესაძლოა, ბიატლონში მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდეს.  

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბაკურიანში ფრანგი ექსპერტების მონაწილეობით უკვე დაწყებულია ბიატლონის ტრასის დაპროქტება.

კვირიკაშვილის თქმით, ასევე ჰოკეის 1000-კაციანი დარბაზი დაპროექტდება და ტრამპლინის აღდგენა მოხდება.

„ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე  მდებარე აკვაპარკის მსგავსი აკვაპარკის მშენებლობა, რომელიც იქნება ზაფხულისთვისაც და ზამთრისთვისაც. ასევე, დაწყებულია ბიატრონის დაპროქტება. ფრანგი ექსპერტები მუშაობენ და ბიატლონის ტრასა დაპროექტდება ბაკურიანში, ასევე დაპროექტდება ჰოკეის 1000 კაციანი დარბაზი და  მოხდება ტრამპლინის აღდგენა. ყველა ექსპერტი, ვინც ჩამოყვანილი გყავს, გვეკითხება, ალბათ თქვენ ოლიმპიადისთვის ემზადებითო, რადგან სხვა შემთხვევაში წარმოუდგენელია ასეთი ნახტომისებრი განვითარება კურორტის დაისახოს და განახორციელოს ქვეყანამ. ჩვენ ვეუბნებით, რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვემზადებით ოლიმპიადისთვის და შესაძლებელია ალბათ 8-10 წლის შემდეგ სერიოზული ტურნირების ჩატარებაზე ვიფიქროთ. 2022 წელს ვფიქრობთ, რომ ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი ბიატლონში ბაკურიანში და ამისთვისაც განსაკუთრებულად ვემზადებით“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბაკურიანში უკვე დაწყებულია თბილისის ზღვაზე მდებარე აკვაპარკის მსგავსი აკვაპარკის მშენებლობა, რომელიც იქნება ზაფხულისთვისაც და ზამთრისთვისაც.

მისი თქმით, ამ დროისთვის 8 საბაგირო გზა შენდება და ასეთი რამ საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბაგიროები შენდება ბაკურიანში, გუდაურში, თეთნულდსა და გოდერძის უღელტეხილზე. მისივე თქმით, კობიდან გუდაურის მიმართულებით 2017 წელს დაიწყება საბაგიროების მშენებლობა. პრემიერ-მინისტრმა გუდაურის განვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება გუდაურის ჩრდილოეთის კალთების სათხილამურო რესურსის განვითარება, რაც გაცილებით უფრო გრძელ ვადაში უზრუნველყოფს გუდაურის კურორტის ფუნქციონირებას.

საკურორტო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე კვირიკაშვილმა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
CNN: აშშ-მ ირანთან ომისთვის „პატრიოტის“ ტიპის სარაკეტო კომპლექსების მარაგის 50% გამოიყენა
უკრაინის მიერ ნავთობის წარმოების დაზიანების ან განადგურების შემდგომ, რუსეთი ბენზინის წარმოების სახელმწიფო დაგეგმვის სისტემას აღადგენს
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics