14:51 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-30 12:14:22, 698 ნახვა

საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას ახალი კომპონენტები დაემატება

 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო პედაგოგთა კვალიფიკაციის უკეთ დადასტურებისა და მათი იმიჯის გაზრდის მიზნით, პროფესიული განვითარების ახალ მოდელზე მუშაობს, რომელშიც ჩართულები არიან თავად პედაგოგები, განათლების ექსპერტები და დაინტერესებული პირები.

უწყების ინფორმაციით, ცვლილებები  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში ახალი კომპონენტების დამატებას გულისხმობს.

 პედაგოგს შესაძლებლობა მიეცემა საგნის გარდა, კომპეტენცია მისთვის მისაღები მიმართულებითაც დაადასტუროს.

"მაგალითად, თუ პედაგოგი მაღალ კვალიფიკაციას უნარებში ავლენს, სხვები კი საკლასო, სოციალურ აქტივობებში, ან გარე და შიდა შეფასებებში არიან წარმატებულები, კომპეტენციის დადასტურება მათ სწორედ ამ კუთხით მიეცემათ.

სამინისტრო მიიჩნევს, რომ გადატვირთული პროგრამები მასწავლებლებისთვის არამიზანშეწონილია. მით უმეტეს, ის გავლენას არ ახდენს არც მათ და არც მოსწავლეთა შედეგებზე. სწორედ ამიტომ, მომავალში დაგეგმილია მასწავლებელთა გამოცდების დახვეწა-გაუმჯობესებაც, რადგან სამინისტროს მიზანს მხოლოდ პედაგოგთა „გამოცდა-გაკონტროლება”არ წარმოადგენს.

სამინისტრო დარწმუნებულია, რომ საბოლოოდ, კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა ყველა პედაგოგს ინდივიდუალურად მიეცემა",-აცხადებენ განათლების სამინისტროში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პირობები გაამკაცრა
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics