14:41 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-28 14:04:48, 834 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს საგზაო უსაფრთხოების კამპანიასნილს სკოტი შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი შეუერთდა.

„მოხარული ვარ, რომ ვუერთდები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას. ჩვენ გვინდა, რომ გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს უსაფრთხო. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის საგზაო უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, ვართ მთავრობის წევრები თუ ცალკეული პირები, ჩვენ ყველა ვიყენებთ გზას. უნდა ვიმუშაოთ იმაზე,  რომ გზები გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და პირველ რიგში ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის. უნდა დავამტკიცოთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დაშავებულების და იმ ადამიანების რიცხვი შევამციროთ, ვინც ყოველწლიურად გზებზე იღუპება. ჩვენ  მდგრადი განვითარების მიზნებს შევუერთდით იმისათვის, რომ 2020 წლამდე გზებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გავანახევროთ. ეს არის შესანიშნავი კამპანია. ვუერთდებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციას, იმის დასამტკიცებლად, რომ ვიმუშავებთ ერთად და მივაღწევთ საგზაო უსაფრთხოებას“, განაცხადა ნილს სკოტმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics