18:05 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-27 16:03:43, 2035 ნახვა

მსოფლიო
სირიელი ამბოხებულები: თურქეთის ავიაიერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა

სირიის ოპოზიციური დაჯგუფება "ჯარაბლუსის სამხედრო საბჭოს“ განცხადებით, თურქეთის საჰაერო ძალებმა ქალაქ ჯარაბლუსის სამხრეთით დასახლებულ ტერიტორიაზე იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება. 

მეამბოხეების განცხადებით, ავიაიერიშებს სოფელ ამარნაში მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.

"ჯარაბლუსის სამხედრო საბჭო“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღნიშნული ინციდენტი "რეგიონის მომავალს საფრთხეს უქმნის". მომხდართან დაკავშირებით თურქეთის ხელისუფლებას ოფიციალური კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

მედია საშუალების ინფორმაციით, "ჯარაბლუსის სამხედრო საბჭო” ოპოზიციურ დაჯგუფება - " სირიის დემოკრატიულ ძალებთანაა“ დაახლოებული, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქურთები ადანაშაულებენ.

შეგახსენებთ, რომ 24 აგვისტოს, თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთეს და სირიაში შეიჭრნენ. ოპერაციას წინ „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მასიური საარტილერიო იერიში განახორციელეს.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამხედრო ოპერაცია, რომელიც ანკარამ დაიწყო, თურქეთ-სირიის საზღვრის დაცვის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

მისი განმარტებით, ავიადარტყმები ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოსა" და სირიელი ქურთების წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც ანკარა „ქურთისტანის მშრომელთა პარტიის“ მოკავშირედ მიიჩნევს. მოგვიანებით, სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თურქეთის მიერ ქალაქ ჯარაბულუსში შეჭრა და ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ოპერაციის წარმოება დაგმო და თურქეთი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანული ქსელი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე თავდასხმას გეგმავდა
ბათუმში ქვეითს მანქანა დაეჯახა - კაცი კლინიკაში დაიღუპა
კონგრესმენები ტრამპის ადმინისტრაციას მიმართავენ თხოვნით, საქართველოში რუსულ-ჩინური აგენტურის მოქმედება შეისწავლონ
თიბისის მხარდაჭერით, სამშენებლო მასალების საერთაშორისო გამოფენის - Caucasus Build - ფარგლებში კონფერენცია გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics