14:49 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-26 18:02:03, 1342 ნახვა

სამართალი
საკონსტიტუციო სასამართლო მმართველ გუნდს მოუწოდებს, შიდა საქმიანობაში ჩარევისგან თავი შეიკავოს

საკონსტიტუციო სასამართლო მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს მოუწოდებს თავი შეიკავონ სასამართლოს შიდა საქმიანობაში ჩარევისგან, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი.

"ექსპრესნიუსი" განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: 

„ქალბატონი ეკა ბესელიასა და მმართველი პარტიის სხვა ხელმძღვანელების მიერ მედიით ვრცელდება მცდარი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ საკონსტიტუციო სასამართლო თავს არიდებს მოსამართლეთა აცილების თაობაზე საქართველოს პარლამენტის შუამდგომლობების განხილვას. შევახსენებთ ყველა დაინტერესებულ პირს, რომ მიმდინარე წლის 23 აგვისტოს დანიშნული იყო სასამართლოს პლენუმის საორგანიზაციო სხდომა. ხოლო მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხარეების მიერ დაყენებული შუამდგომლობის განხილვა-გადაწყვეტა ხდება მხოლოდ კონკრეტული საქმეების განხილვის ფარგლებში და არა სასამართლოს საორგანიზაციო სხდომებზე. ამ თვალსაზრისით, ცალკეული პოლიტიკოსების განცხადებები ეფუძნება კანონის არცოდნას ან მიზნად ისახავს სასამართლოს და ცალკეული მოსამართლეების დისკრედიტაციას.

მოვუწოდებთ მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს, თავი შეიკავონ სასამართლოს შიდა საქმიანობაში ჩარევისგან. საკონსტიტუციო სასამართლო, პოლიტიკოსებისა და სახელმწიფო უწყებებისგან დამოუკიდებლად, მათი ჩარევის გარეშე, მიიღებს გადაწყვეტილებას ყველა მიმდინარე საკითხზე. ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებთან ურთიერთობის ფორმისა და შინაარსის თაობაზე”, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
ექიმი მარი მალაზონია: დიუშენის სინდრომის მედიკამენტი არა უბრალოდ წამალია შვილებისთვის, ეს არის სიცოცხლის შესაძლებლობა
მარიამ ქვრივიშვილი ვიზიტით ჩინეთში გაემგზავრა
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics