20:58 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 18:56:58, 1483 ნახვა

სამართალი
შსს-მ "მუსიკოსთა პარკში" რამდენიმე სკულპტურის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეკვეთილში, „მუსიკოსთა პარკში“ რამდენიმე სკულპტურის დაზიანების ფაქტზე მოკვლევა დაიწყო, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. 

ფონდ „ქართუს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გიორგი უძილაურის განცხადებით, დაზიანებულია Whitney Houston-ის, Elvis Presley-ს, Jimi Hendrix-ის სკულპტურები. 

ცნობისთვის, სკულპტურები Scorpions-ის კონცერტის შემდეგ დააზიანეს.

გიორგი უძილაურის განცხადებით, პარკში ვიდეო-კამერები დამონტაჟებულია, თუმცა რაკურსის გამო სახეების ამოცნობა რთულია.

შეგახსენებთ, რომ პარკის მოწყობის ხარჯები სრულად ფონდმა "ქართუმ" დაფარა და საჩუქრად სახელმწიფოს გადასცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics