16:31 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-25 12:08:18, 1598 ნახვა

მსოფლიო
Der Spiegel: გერმანიამ შესაძლოა, თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზა დატოვოს

გერმანელმა სამხედროებმა შესაძლოა, თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზა დატოვონ, ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი ავრცელებს. 

მედიის ცნობით, გერმანიაში განიხილავენ ინჯირლიკის ბაზიდან 250 ჯარისკაცის, ასევე სამხედრო თვითმფრინავებისა და ტექნიკის გაყვანის საკითხს.

როგორც გერმანიის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, უწყებას თურქეთში მისიის გაგრძელება სურს, თუმცა “ინჯირლიკის ბაზის ალტერნატივებიც არსებობს”.

გამოცემა Der Spiegel-ის ინფორმაციით, ალტერნატიულ ვარიანტად გერმანია თავისი კონტინგენტის იორდანიაში ან კვიპროსზე მდებარე ბაზაზე განთავსებას განიხილავს.

სამხედრო თვითმფრინავებისა და ტექნიკის დისლოკაციის ადგილის შეცვლამ შესაძლოა, გერმანია აიძულოს, სირიისა და ერაყის თავზე სადაზვერვო ფრენები სულ მცირე ორი თვით შეწყვიტოს. ამას გარდა, გამოცემის მტკიცებით, იორდანიასა და კვიპროსში თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურება  უფრო ძვირი და რთულია, ვიდრე თურქეთში.

ივნისში თურქეთმა გერმანიიდან ელჩი გაიწვია მას შემდეგ, რაც ბუნდესტაგმა ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა გენოციდის აღიარების შესახებ რეზოლუცია მიიღო. ივლისში კი თურქეთის ხელისუფლებამ გერმანიის დელეგაცია ინჯირლიკის ბაზაზე არ შეუშვა.

თურქეთის სამხრეთ ნაწილში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზას ნატო-ს წევრები სირიასა და ერაყში “ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ საჰაერო დარტყმებისთვის იყენებენ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რეგისტრირებულ წამალზე იმის საუბარი, ბავშვებს ხომ არ დააზიანებს, აბსურდულია - გვიშიანი
კალაძე: სწორად მიგაჩნიათ, სახელმწიფომ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის შეიძინოს პრეპარატი, რომელზეც თავად მწარმოებელი ვერ იღებს პასუხისმგებლობას?
სუს-მა ბათუმში ტერორისტული ორგანიზაციის ორი წევრი დააკავა
კალაძე ცოტნე ივანიშვილის მოწოდების მიუხედავად ოპონენტებს მოღალატეებს ეძახის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics