|
2016-08-25 11:55:26, 1800 ნახვა
სპორტი
საია: მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის მერს დავით ნარმანიას მიმართავს და გუშინ მომხდარი ინციდენტის გამო ბოდიშის მოხდას სთხოვს. „2016 წლის 24 აგვისტოს, ქ. თბილისის მერიაში გამწვანების რეგულაციების საკითხზე გაიმართა შეხვედრა. შეხვედრის მიმდინარეობისას, დავით ნარმანიამ სამოქალაქო აქტივისტს სიტყვა შეაწყვეტინა და მიმართა ფრაზით - ,,მე თქვენთვის სიტყვა არ მომიცია [...] მაიმუნი ვირიშვილი ეს...“ ხელისუფლების წარმომადგენლის მხრიდან მოქალაქის მიმართ ამგვარი მიმართვა არის სრულიად მიუღებელი. მივმართავთ დავით ნარმანიას, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში შეურაცხმყოფელი გამონათქვამისათვის“, - ნათქვამია საია-ს განცხადებაში. „შეგახსენებთ, რომ მაიმუნი ვირიშვილი ეს, ულტიმატუმებით საუბრობს!, - ამ სიტყვებით მიმართა დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ არასამთავრობო ორგანიზაცია ”მწვანე მუშტის” წევრ ირაკლი კუპრაძეს, რომელსაც სხდომა დაატოვებინა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)