11:35 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-24 18:44:46, 914 ნახვა

საზოგადოება
ნინო სულხანიშვილი: არ მსურს დამნაშავის სტატუსით მოხდეს ჩემი გადადგომა

ჩემი გადადგომა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უბრალოდ, ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, სიმართლე გაირკვეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა განუცხადა.

ნინო სულხანიშვილის თქმით, მას არ სურს დამნაშავის სტატუსით მოხდეს მისი გადადგომა. „

"არ მოხდეს ისე, რომ ცილისწამებით, დამნაშავის სტატუსით მოხდეს ჩემი გადადგომა. თუ სამართალდამცველი ორგანოები დადებენ დასკვნას, რომ რაიმე გადაცდომას ან სამართალდარღვევას ჰქონდა ადგილი ჩვენი სამსახურის მხრიდან, რა თქმა უნდა, აუცილებლად გადავდგები და ყველა საკითხზე ვაგებ პასუხს“, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

ცნობისთვის, სულხანიშვილმა კომენტარი გააკეთა „პარტიზანელი მებაღეების“ მოთხოვნებთან დაკავშირებით. კერძოდ, გადადგეს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე ნუგზარ კახნიაური. ამ მიზნით ისინი კვირაზე მეტია შიმშილობენ.

როგორც სულხანიშვილმა აღნიშნა, ის საჭიროების შემთხვევაში მზად არის ითანამშრომლოს პროკურორებთან. 

სულხანიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხდა, რომ თანამდებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვებს, თუ საგამოძიებო ორგანო მისი ან მისი სამსახურის შეცდომებს გამოავლენს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics