|
2016-08-24 13:33:54, 2442 ნახვა
სპორტი
სუბარი: ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტება ადამიანის უფლებებს არ ეწინააღმდეგება
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის სოზარ სუბარის შეფასებით, კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის დაკონკრეტება ადამიანის უფლებებს არ არღვევს. „ვინც ამას ამბობს, დაასაბუთოს რა შეხება აქვს ადამიანის უფლებებთან ამას. ევროკონვენციაა, თუ ყველა საერთაშორისო დოკუმენტი, რომელიც არის ადამიანის უფლებების დაცვის, კარგად ვიცით და არც ერთგან არ არის აკრძალვა, რომ ასეთი ჩანაწერი არ უნდა არსებობდეს. დანარჩენი, ყველა ქვეყანა თავად წყვეტს რა არის მათთან ქორწინება. ზოგგან დაშვებულია მრავალცოლიანობა, ზოგგან მრავალქმრიანობა, ზოგგან ერთი და იგივე სქესის ადამიანთა ქორწინებაა დაშვებული, ზოგგან- არა. ქორწინებაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა თანაცხოვრების პრაქტიკას, არამედ იურიდიულად დადასტურებულ დოკუმენტს. ეს არანაირად არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)