|
2016-08-24 12:09:10, 1282 ნახვა
სამართალი
იუსტიციის სამინისტრო ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დაფინანსებას განაგრძობს
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების დაფინანსებას განაგრძობს. საგრანტო პროექტის ფარგლებში, დასავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები 17 ყოფილი პატიმრის ბიზნესიდეა დაფინანსდა. პროექტის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. მასში ჩართულნი არიან „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის“ ბენეფიციარები. ამ პროგრამას იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ ახორციელებს. რეგიონების მიხედვით გრანტი შემდეგნაირად გადანაწილდა: სამეგრელო − 10 გრანტი, აჭარა − 5 გრანტი, გურია და იმერეთი − თითო-თითო გრანტი. გრანტის მინიმალური თანხა ათას ლარს შეადგენს, ხოლო მაქსიმალური − 4.800 ლარს. გრანტის მიღებისას სავალდებულო იყო ყოფილი პატიმრის 25%-იანი თანამონაწილეობა მატერიალური ან არამატერიალური ქონებით. საგრანტო პროექტით სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, წარმოებისა და მომსახურების დარგები დაფინანსდა. კერძოდ, ალექსი წეველიძეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვაში სოკოს მოყვანის მეურნეობა დაუფინანსდა; ბათუმელ მაია სამნიძეს, რომელიც თექაზე მუშაობს, ხელსაქმისთვის საჭირო ინვენტარი გადაეცემა; ბათუმელი დემურ დეკანაძე ხის საამქროს გაფართოებას შეძლებს; წალენჯიხელ ნანა კალანდიას ხელსაქმისთვის საჭირო საკერავი მანქანა გადაეცემა; ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათში ზურაბ ბაჟუნაიშვილი მესაქონლეობის მეურნეობის გაძლიერებას შეძლებს; ლანჩხუთელი ნ. წ. კი, მეფრინველეობის ფერმის ხელშეწყობისთვის შესაბამის ინვენტარს მიიღებს და სხვ. პროექტს დასავლეთ საქართველოში ახორციელებს ა(ა)იპ „გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი“, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, ამ 17 ახალი გრანტის გარდა, 43 ყოფილი პატიმრის 42 ბიზნესიდეა უკვე დაფინანსდა. ეს პროექტები იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ საგრანტო კონკურსის თანხა ყოველწლიურად იზრდება და უფრო მეტ ყოფილ პატიმარს შეუძლია საკუთარი ბიზნესიდეის განხორციელება. უახლოეს ხანში იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტით აღმოსავლეთ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ყოფილი პატიმრების ბიზნესინიციატივები 72 ათას ლარამდე თანხით დაფინანსდება. პროექტის სახელწოდებაა „ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივების მხარდაჭერა“. „ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა“ 2012 წლის ბოლოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის ინიციატივით შეიქმნა. პროგრამის მიზანია სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული იმ პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, რომლებიც არ არიან პრობაციონერები და ამიტომ კიდევ მეტად სჭირდებათ სახელმწიფოს დახმარება. ყოფილ პატიმრებზე სახელმწიფო მზრუნველობა საზოგადოების განმეორებითი დანაშაულისაგან დაცვის წინაპირობაა. პროგრამა თბილისის გარდა მიმდინარეობს გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. (NS)
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)