|
2016-08-23 16:58:09, 947 ნახვა
რეგიონი
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტყვიავში სამედიცინო დახმარების კლინიკა შენდება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ტყვიავში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების კლინიკის სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტყვიავში გადაუდებელი დახმარების სამედიცინო ცენტრის მშენებლობა 2015 წლის ნოემბერში დაიწყო. ამჟამად კლინიკის ძირითადი და დამხმარე შენობები უკვე აშენებულია. დასრულებულია შიდა წყალსადენის, კანალიზაციის, გათბობისა და ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოებიც და შენობების გადახურვის, შიდა სავენტილაციო სისტემის მონტაჟისა და სხვა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. დაგეგმილია, ასევე, შენობების შიდა და გარე მოპირკეთების, ეზოს შემოღობვისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. მშენებლობის დასრულების შემდეგ კლინიკა, ერთდროულად, 15 პაციენტის მიღებას შეძლებს. გამყოფ ხაზის მიმდებარედ სამედიცინო ცენტრის არარსებობის გამო, ათობით სოფლის მოსახლეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მისაღებად გორში ჩასვლა და რამდენიმე ათეული კილომეტრის გავლა უწევდა. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობას ეს პრობლემა სრულად მოუგვარდება. სამშენებლო სამუშაოებზე 38 ადამიანია დასაქმებული. პროექტი სახლემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 1 629 996 ლარია.
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
ე.წ. საბოტაჟის საქმის განხილვა სექტემბრიდან განახლდება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)