19:35 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-17 16:06:10, 949 ნახვა

რეგიონი
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრმა ჩინეთის დელეგაციას უმასპინძლა

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობისსამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე და ღვინის ეროვნული სააგენტოს დირექტორი გიორგი სამანიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ნინსიას პროვინციის მეღვინეობა-მევენახეობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურ დირექტორს, ჩაო კაილონგის და აზიის მეღვინეობის ინსტიტუტის პრეზიდენტს ტომი ლემს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის მეღვინეობა-მევენახეობის დარგის მიმართულებით დაწყებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი დინამიკაა. 
ნინსიას პროვინციის მეღვინეობა-მევენახეობის საერთაშორისო ფედერაციის გენერალურმა დირექტორის, ჩაო კაილონგის განცხადებით, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ჩინეთისთვის საქართველო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარტნიორი ქვეყანაა. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ პროგრამის „სარტყელი და გზა“ ფარგლებში გათვალისწინებული სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა და ქართული ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. შეხვედრაზე მხარეებმა ქართული ვაზის სადემონსტრაციო ნაკვეთის მოწყობის ერთობლივი სურვილი გამოთქვეს და მხარი დაუჭირეს მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში ერთობლივ სამეცნიერო-პრაქტიკულ პროექტებს. ქართული ვაზისა და ღვინის პოპულარიზაციის მიზნით კი დაიგეგმა ჩინეთში ქართული მუზეუმის გახსნა და საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება. 

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა, ღვინის ეროვნულ სააგენტოში სააგენტოს ხელმძღვანელთან გიორგი სამანიშვილთან ერთად, ღვინის ეროვნული სააგენტოს ენოთეკა, მარანი და ღვინის მუზეუმი დაათვალიერეს. 

ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სოფელ ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საკვლევ ბაზას ესტუმრნენ, ბაზაზე განთავსებული ქართული ვაზის საკოლექციო ვენახი დაათვალიერეს და ქართული ღვინო დააგემოვნეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
პენ საქართველო: ვახო სანაიას საქმე სცილდება 1 ჟურნალისტის უფლებების დარღვევას, სახიფათოა
NGO-ები: საგანგაშოდ მივიჩნევთ ვახო სანაიას დაკავებას, სოლიდარობას ვუცხადებთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics