08:22 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 11:09:36, 762 ნახვა

საზოგადოება
აჭარის დღე კრაკოვში წარმატებით ჩატარდა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული აჭარის დღე წარმატებით ჩატარდა კრაკოვში. პოლონეთის ერთ-ერთ ყველაზე ტურისტულ ქალაქში ქართული ფოლკორი პოლონელი და უცხოელი ტურისტების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა მაყურებლის წინაშე საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი სიმღერები შეასრულეს, რასაც დადებითი გამოხმაურება მოჰყვა სტუმრებს შორის. ღონისძიების რამდენიმე სტუმარი თავადაც ეცადა ქართული სიმღერების შესრულებას ანამბლის წევრებთან ერთად.  

ფოლკლორის გარდა ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ქართული სუფრის ტრადიციას გასცნობოდნენ,  ქართული ცეკვების მასტერკლასსა და გათამაშებებში მიეღოთ მონაწილეობა, ასევე  ინფორმაცია მიეღოთ ქართული ანბანის შესახებ და ქართულად წერის მასტერკლასში ჩართულიყვნენ.  ღონისძიება კრაკოვის ერთ-ერთი ხალმრავალ ადგილას გაიმართა და მას ასობით ადამიანი ესწრებოდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის კრაკოვში გამართული „აჭარის დღე“ რიგით მეშვიდე ღონისძიებაა ვილნიუსის, ასტანას, თელ-ავივის, მინსკის, ვარშავასა და კლაიპედას შემდეგ. წლის ბოლომდე კი რეგიონის პოტეციური ტურისტებისთვის ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებას დეპარტამენტი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics