08:21 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 10:53:12, 734 ნახვა

საზოგადოება
სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

სამგორის რაიონში ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობითი სამუშაოები გრძელდება. იქ ერთ-ერთი ყველაზე დიდი სკვერის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც აგვისტოს ბოლოს დასრულდება. სკვერი მოეწყობა 10650 კვადრატულ მეტრ ფართობზე. პროექტის ღირებულება 230 500 ლარია.

სკვერი ვარკეთილის ზემო პლატოზე, ბერიაშვილის ქუჩაზე მდებარე N 44, N 44-ის „ა“ და  „ბ“ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. სკვერებში ეწყობა ქვიშის მოედნები, ატრაქციონები, ასევე ე.წ. კაუჩუკის მოედნები, იგება ფილები, კეთდება წყაროები, მოსასვენებელი სკამები და ნაგვის ურნები. პროექტის ფარგლებში სკვერში მოეწყობა სპორტული მოედანი.

„ყველა სკვერი სამგორის რაიონში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზეა ადაპტირებული და  თანამედროვე სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. ვმუშაობთ ინტენსიურ რეჟიმში. მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს მოსახლეობასთან და ყველა პროექტი განხორციელდება მათი ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა სამგორის  რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.

სამგორის რაიონის გამგეობის მიერ 2016 წელს რაიონის ტერიტორიაზე სკვერები და დასასვენებელი კუთხეები  30874 მ2 ფართზე მოეწყობა, რაზეც გამგეობის ბიუჯეტიდან 1121586,72 ლარი დაიხარჯება.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics