13:21 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-15 10:50:25, 1635 ნახვა

სამართალი
სუს-მა ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე ორი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის მიცემისა და ქრთამის აღებაში დახმარების ფაქტზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იმერეთის სატყეო სამსახურის ხონის სატყეო უბნის ტყის მცველი ამირან კ. და საქართველოს  მოქალაქე ვალერი ქ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მოქალაქე ვალერი ქ-მ, ხონის სატყეო უბნის ტყის მცველის ამირან კ-ს დახმარებითა და შუამავლობით, იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსს მის სამცველოში არსებული ტყეკაფიდან 25 კუბური მეტრი გამომშრალი ხის მორების გატანის სანაცვლოდ შესთავაზა და ქრთამის სახით გადასცა 3000 ლარი, რა დროსაც ვალერი ქ. და ამირან კ.  ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება ქრთამის აღებაში დახმარებისა და ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს 25-338 მუხლის 1-ლი ნაწილით და 339-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით  ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს",-ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძე საკადრო ცვლილებებზე: დღეს შეიძლება იყო ერთ თანამდებობაზე, ხვალ მეორეზე
საქსტატი: 2024 წლის 14 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა 3 929 581-ია
Reuters - უკრაინა დრუჟბას ნავთობსადენის მეშვეობით ნავთობის მიწოდებას ოთხშაბათს აღადგენს
ჯო უილსონი: პუტინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის მიერ კონტროლირებად ანაკლიის პორტს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics