17:00 - 15 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-13 13:43:56, 1867 ნახვა

სამართალი
კახეთის რეგიონში აშშ-ს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი გახსნილია

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული მ. ჭ. განზრახ მკვლელობის ფაქტზე დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 12 აგვისტოს ბრალდებულმა, თელავის რაიონის სოფელ ლეჩურიდან თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, აშშ-ს მოქალაქეს, 1975 წელს დაბადებულ მ. ფ.-ს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა მ. ჭ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით)",-ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Amnesty International - საქართველოში სამოქალაქო თავისუფლებები შემცირდა
საქართველოში ნებართვის გარეშე VI საუკუნის ეკლესია დაანგრიეს - ოცნების რეჟიმი არ რეაგირებს
UFC-ის ხელმძღვანელი: თოფურიამ თვალის სერიოზული ტრავმა მიიღო
კობახიძე მიესალმება აშშ-ირანის სამშვიდობო შეთანხმებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics