|
2015-03-08 11:04:29, 3731 ნახვა
სხვადასხვა
დიდუბე პლაზაში' ინტეგრირებული ტურნირი შაშის თამაშში „საქართველოს პირველობა“ გაიმართება
8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სასტუმრო ,,დიდუბე პლაზაში'' ინტეგრირებული ტურნირი შაშის თამაშში „საქართველოს პირველობა“ გაიმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალბატონები, ასევე საზოგადოების ცნობილი სახეები. ტურნირის ორგანიზატორები არიან საქართველოს შაშის ეროვნული ფედერაცია და ქალაქ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური. მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახური აქტიურად გეგმავს შშმ პირთა ჩართვას 2015 წელს განსახორციელებელ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში. მათ შორის ერთ-ერთი გაზაფხულზე პარაოლიმპიური ცენტრის გახსნა იქნება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს დაგეგმილ აქტივობებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ. მიმდინარე წლის ზაფხულში დედაქალაქი ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს „თბილისი 2015“ უმასპინძლებს. 26 მაისს საქართველოში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოვა. ცერემონიალში შშმ პირები ჩაერთვებიან.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
კიევში დაჭრილთა რიცხვი 17-მდე გაიზარდა, მათ შორის გარდაიცვალა 89 წლის ქალი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)