05:44 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-09 14:25:53, 695 ნახვა

საზოგადოება
სერვისების განვითარების სააგენტოს 300-მდე თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა

პერსონალურ მონაცემთა დაცვის გაძლიერების მიზნით სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 300-მდე თანამშრომელს ტრენინგი ჩაუტარდა.

სპეციალურ სასწავლო კურსს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელი თამარ იმერლიშვილი  უძღვებოდა. ტრენინგი რამდენიმე თვის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურების თანამშრომლებთან ერთად,  საზოგადოებრივი ცენტრებისა და ექსპრეს საზოგადოებრივი ცენტრების  ოპერატორებმაც მიიღეს.

სერვისების განვითარების სააგენტომ ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნები, დაკავშირებული პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან, წარმატებით შეასრულა და სააგენტოში მიმდინარე პროცესების დახვეწის მიზნით, თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარა. აღნიშნული ინიციატივის მიზანი პერსონალურ მონაცემთა უწყვეტი დაცვის უზრუნველყოფა იყო.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, როგორც ქვეყანაში მოსახლეობის უმსხვილესი მონაცემთა ბაზის მფლობელი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების გამცემი ორგანო, მუდმივად ზრუნავს საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაზე პერსონალურ მონაცემთა საიმედოდ დაცვის მიზნით, საერთაშორისო გამოცდილების დამკვიდრებასა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით საზოგადოების ინფორმირებულობაზე.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და UNDP-ის შორის თანამშრომლობა რამდენიმე კომპონენტს მოიცავს: სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადებას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით არსებული ბიზნესპრაქტიკის რისკების ანალიზს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მარეგულირებელ სამართლებრივ დოკუმენტებში ცვლილებების შეტანას "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" კანონის შესაბამისად და ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით ადამიანის უფლებების შესახებ პერსონალური მონაცემების დაცვის პოპულარიზაციას.

თანამშრომლობა ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით პროგრამის – „ადამიანის უფლებები ყველასათვის – ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისა და მონიტორინგის ხელშეწყობა" – ფარგლებში. პროგრამა გაეროს ოთხი სააგენტოს – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარიატი (OHCHR) და შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (ILO) – ერთობლივ პროექტს წარმოადგენს.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics