|
2016-08-08 12:50:53, 1465 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: პასუხი უნდა გაეცეს კითხვებს, რომელიც აგვისტოს ომთან დაკავშირებით არსებობს
აგვისტოს ომის გამოძიება სხვა უწყების საქმეა, სამხედრო თვალსაზრისით კი, მოკვლევა გაკეთდა, რომელიც დოკუმენტირებულია და გადაცემულია შესაბამისი უწყებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძაალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „სამხედროების საქმე იყო, დაედგინათ, თუ რამდენად სწორად მიმდინარეობდა სამხედრო ქმედებები. დანარჩენი ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს ცდება და მაზე სხვა ორგანოებმა უნდა იფიქრონ. ყველაფერს უნდა დაესვას წერტილი და გაეცეს პასუხი იმ შეკითხვებს, რომლებიც არსებობს“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძე. ამასთან, გენერალური შტაბის უფროსმა აგვისტოს ომში დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა. „ვუსამძიმრებ ამ ბიჭების ოჯახის წევრებს. ვისურვებ, ჯანსაღად ყოფილიყვნენ. ვისურვებდი, რომ დაკარგული სამხედრო მოსამსახურეების ჩამოსვენებაც შევძლოთ“, - განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)