|
2016-08-06 13:21:46, 979 ნახვა
რეგიონი
ახალქალაქის მუნიციპალიტეტში „მინდვრის დღეები“ ჩატარდა
სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და „მარცვლეულის ლოჯისტიკის“ ახალქალაქის სადემონსტრაციო ბაზებზე „მინდვრის დღეები“ ჩატარდა. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „მინდვრის დღეები“ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ განხორციელებული და მიმდინარე კვლევების შედეგების დაინტერესებული პირებისთვის საველე პირობებში გაცნობას გულისხმობს. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები იური ნოზაძე, დავით გალეგაშვილი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი და „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ დირექტორი გიორგი ღუღუნიშვილი ესწრებოდნენ. სამცხე-ჯავახეთი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის თვალსაზრისით სტრატეგიული მნიშვნელობის რეგიონს წარმოადგენს, სადაც ეკოლოგიური და ნიადაგურ-კლიმატური პირობები მრავალი კულტურის, მათ შორის, მარცვლეულისა და კარტოფილის როგორც სასურსათო-სამეურნეო, ასევე ხარისხოვანი, ჯანსაღი სათესლე მასალის წარმოების საშუალებას იძლევა. დღეს, თესლის წარმოებისა და სერტიფიცირების საკითხი აგრარულ სექტორში აქტიურად განიხილება და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვევითი ცენტრი ნაკვეთებზე სათესლე მასალის ფართომასშტაბიან ინსპექტირებასა და სერტიფიცირებას აწარმოებს. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებმა „მარცვლეულის ლოჯისტიკის კომპანიის“ ნაკვეთები დაათვალიერეს, სადაც 133 ჰა ფართობზე ადგილობრივი და ინტროდუცირებული საგაზაფხულო თავთავიანი კულტურებისა (ქერი, ორთესელა, ხორბალი) და კარტოფილის 22 სხვადასხვა ჯიშის გამოცდა და სათესლე მასალის წარმოება მიმდინარეობს. პროექტი, რომელიც კომპანიის მიერ რეგიონში მიმდინარე წლიდან ხორციელდება, სამცხე-ჯავახეთში საგაზაფხულო კულტურების საკონკურსო ჯიშთა გამოცდას, გამარჯვებული ჯიშების დარაიონების დადგენას, მისი სამეწარმეო ტერიტორიებზე გადატანას და ფერმერთათვის მაღალხარისხოვანი სათესლე მასალის მიწოდებას ემსახურება. სათესლე მასალის სიწმინდის შენარჩუნების მიზნით კი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრის სოფელ ვაჩიანში განთავსებულ თავთავიანი კულტურების საშემოდგომო და საგაზაფხულო (ქერი, ხორბალი) ნათესებში მცენარეთა ფენოლოგიური დაკვირვება მიმდინარეობდა, რის საფუძველზეც 5 საერთაშორისო სანერგის საგაზაფხულო ქერისა და ხორბლის 335 გენოტიპიდან ადგილობრივ პირობებთან ადაპტირებული, სელექციური ნიშან-თვისებების მქონე ფორმები შეირჩევა.
(NS)
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)