2016-08-05 11:15:00, 724 ნახვა
საზოგადოება
მარნეულში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება იწყება
დევნილთა და განსახლების სამინისტროს მიერ მენაშენეების პროექტის ფარგლებში, მარნეულში შესყიდულ ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადების მიღება იწყება.
ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მარნეულში, რუსთაველის ქუჩაზე სამინისტრომ 50 ბინა შეიძინა. საცხოვრებელი ფართები დევნილთა გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდება.
უწყების ინფორმაციით, განაცხადები მიიღება 8 აგვისტოდან 12 აგვისტოს ჩათვლით თბილისში, ვაჟა-ფშაველას ქ. N16-ში.
ახალაშენებულ კორპუსში საცხოვრებელი ფართის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან