2016-08-04 17:09:55, 711 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის მთავრობის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise“-მა უმასპინძლა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით სოციალურად დაუცველ დევნილ ბავშვებს „GINO-Paradise“-მა უმასპინძლა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აფხაზეთის მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს.
მათივე ცნობით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით, „GINO-Paradise“-მა აფხაზეთიდან დევნილ სოციალურად დაუცველ ბავშვებს უმასპინძლა.
საქველმოქმედო აქციის ფარგლებში აკვა-პარკს კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი სოციალურად დაუცველი 60 მოზარდი სტუმრობდა.
ბავშვებმა „GINO-Paradise“-ის მომსახურებით ისარგებლეს და მთელი დღე წყლის სხვადასხვა ატრაქციონებზე ხალისიანად გაატარეს. მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარება მომავალშიც იგეგმება.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან