|
2016-08-04 13:51:23, 1671 ნახვა
რეგიონი
ბათუმში ენმ-ის ოფისთან მიხეილ სააკაშვილის და ფეთჰულა გიულენის ფიტულები დაწვეს (ვიდეო)
ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. როგორც ადგილიდან "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პოლიტიკური მოძრაობა "ჩვენი სამშობლოს" წევრებმა ასევე სხვადასხვა რეგიონებიდან ჩასულმა მოძრაობის აქტივისტებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ფეთჰულა გიულენისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის ფიტულები დაწვეს. აქტივისტები აცხადებდნენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არჩევნებში მონაწილეობას არ უნდა იღებდნენ. აქციაზე ფიზიკური დაპირისპირებაც მოხდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, სამართალდამცველებმა 1 პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლებით დააკავეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)