2016-08-03 16:46:49, 732 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასა და კოლეჯ „სპექტრს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ და სსიპ-საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორმა როინ (მათე) ტაკიძემ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მემორანდუმის მიზანია აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დასაქმება სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. თანამშრომლობის ფარგლებში დევნილები სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ გრძელვადიან და მოკლედვადიან პროფესიულ საგანმანმანათლებლო პროგრამებსა და კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს გაივლიან.
ასევე, მხარეები პროექტების ერთობლივად დაგეგმავასა და განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან