2016-08-03 14:09:52, 890 ნახვა
საზოგადოება
სერგეენკო: უახლოესი თვეების განმავლობაში მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ინფრომაციით, უახლოესი თვეების განმავლობაში, რამდენიმე მნიშვნელოვანი სამედიცინო ინფრასტრუქტურა გაიხსნება.
ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.
„ეს იქნება ბავშვთა ტუბერკულოზის კორპუსი, კერძოდ, არსებულ ტერიტორიაზე გარემონტებული შენობა გაიხსნება. იქნება რამდენიმე რაიონული საავადმყოფო - ლენტეხში, ხარაგაულსა და დედოფლისწყაროში და ეს იქნება დიდი და მძლავრი „C“ ჰეპატიტის ცენტრი, რომელიც ზუგდიდში გაიხსნება“, - განაცხადა მინისტრმა და დასძინა, რომ ჰეპატიტის ცენტრის ზუგდიდში გახსნა იმიტომ გადაწყდა, რომ აქ ავადობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან