17:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 13:05:22, 925 ნახვა

პოლიტიკა
გიგი წერეთელი: „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში გიორგი პაპუაშვილის შესაძლო მოხვედრას გამოვრიცხავ

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი წერეთელი გავრცელებულ ინფორმაციას წინასაარჩევნოდ საკონტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის „ნაციონალური მოძრაობის“ სიაში მოხვედრასთან დაკავშირებით არ ადასტურებს.

როგორც „ექსპრესნიუსთან“ საუბრისას წერეთელმა განაცხადა, ამ ეტაპზე გიორგი პაპუაშვილმა  საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსება ბოლომდე უნდა დაიცვას.

„გიორგი პაპუაშვილის „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრიანების შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გამიგია და მსგავსი ფაქტი არ არსებობს. მე ვფიქრობ, რომ პაპუაშვილი, რომელიც დღეს იცავს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუსს და ამხელა შემოტევებს უძლებს, არ მგონია, ამწუთას ფიქრობდეს, რომელიმე პარტიის საარჩევნო სიაში მოხვედრას. მე ამას „ნაციონალური მოძრაობის“ კუთხით გამოვრიცხავ. მას ძალიან სერიოზული ამოცანა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პაპუაშვილი ამ პოსტიდან მიდის, მან ბოლომდე უნდა დაიცვას საკონსტიტუციო სასამართლოს ღირსება. მან არ უნდა დაუშვას, რომ ხელისუფლებამ ამ ინსტიტუტის უზურპირება და დასუსტება მოახდინოს“, - აცხადებს წერეთელი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics