02:18 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 11:00:41, 615 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში დღეს გამოფენა „საქართველოს ოლიმპიელები" გაიხსნა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ეროვნული არქივის საგამოფენო გალერეაში გამოფენა „საქართველოს ოლიმპიელები" გახსნეს. 

გამოფენა ეძღვნება რიოს ზაფხულის XXXI ოლიმპიურ თამაშებს, რომელში მონაწილეობის უფლება საქართველოდან 40-მა სპორტსმენმა მოიპოვა.

ექსპოზიციის გახსნას ესწრებოდნენ: ოლიმპიური ჩემპიონები, პრიზიორები და მათი ოჯახის წევრები, სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული ქართველი ოლიმპიური ჩემპიონებისა და პრიზიორების ფოტოები, გარდა ამისა, გამოფენილია ქართული სპორტის მუზეუმის ექსპონატები - ოლიმპიელების მედლები, თასები და მემორიალური ნივთები.

„ამ გამოფენის გახსნით გვინდა წარმატება ვუსურვოთ ოლიმპიადის ქართველ მონაწილეებს, რომელთა ნაწილი უკვე რიოში ჩავიდა, ნაწილი კი ამ დღეებში გაემგზავრება. ჩვენ ამ გამოფენას დავტოვებთ ოლიმპიადის ბოლომდე და დავამატებთ ახალი ოლიმპიელებისა და ოლიმპიური მედალოსნების ფოტოებს, მედლებსა და თასებს, რომელიც, დარწმუნებულნი ვართ, არაერთი იქნება", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

გამოფენაზე ნაჩვენები იყო კინოკადრები - მელბურნის  ოლიმპიური   თამაშების  ქართველი   მონაწილეების   დაბრუნება  საქართველოში და მათი დაჯილდოება  (1957 წ.)   ქართველ  ოლიმპიელ  სპორტსმენთა   დაბრუნება  რომიდან საქართველოში (1960 წ.)

გამოფენა აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება. დათვალიერება თავისუფალია.

მის. თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. #1/პეკინის გამზ. #40

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics