2016-08-02 14:17:54, 712 ნახვა
საზოგადოება
სამგორის რაიონში 72 მისამართზე ასფალტის საფარი იგება
სამგორის რაიონში გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ასფალტის საფარი გამოიცვალა როგორც მთავარ, ასევე შიდა გზებზე.
მათივე ცნობით, დასრულებული, მიმდინარე და დაგეგმილი ასფალტის საფარი 122 601 კვადრატული მეტრს შეადგენს, საერთო თანხი კი 5 223 726 ლარია.
„სამგორის რაიონში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა. 55 ქუჩაზე დასრულდა ასფალტის საფარის დაგება, 10 ქუჩაზე მიმდინარეობს, ხოლო 7 მისამართზე დაგეგმილია გზების რეაბილიტაცია. ასევე, შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა გადავწყვიტოთ ის ძირითადი საჭიროებები, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს“, - განაცხადა სამგორის რაიონის გამგებელმა გიორგი ბაგრატიონმა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან