17:07 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-02 09:40:07, 639 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: შეთანხმება, რომელსაც კვირიკაშვილთან ორპარტიული სტრატეგიული მივაღწიეთ მიინგრ-მოინგრა

„სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ მიღებული შეთანხმება „ქართულ ოცნებასა“ და „რესპუბლიკელებს“ შორის ორ დღეში დასრულდება“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა  „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ეთერში განაცხადა.

მისივე განცხადებით, არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობა ქვეყნის, საქმის და საგარეო ურთიერთობების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

„ის შეთანხმება, რასაც ჩვენ მივაღწიეთ ბატონ კვირიკაშვილთან ორპარტიული სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებიდან ორ დღეშივე მიინგრ-მოინგრა. სტრატეგიული პარტნიორობა მალევე დასრულდა. ჩვენ გვითხრეს, რომ მას სურდა ამ ტიპის პარტნიორობა, მაგრამ მოხდა ისე, რომ პარტიამ სხვა პრიორიტეტი მოძებნა და განსაზღვრა. სტრატეგიული პარტნიორობა მალევე დასრულდა მაშინ, როდესაც ჩვენ ვთქვით, რომ არჩევნებში ცალ-ცალკე ვიღებთ მონაწილეობას. მაგრამ არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობა ქვეყნის, საქმის ხარჯზე, საგარეო ურთიერთობების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. ჩვენ საქართველოს მოსახლეობას ერთად შევპირდით ქვეყნის ეფექტურ და სწორ მართვას”, -აღნიშნა უსუფაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
სარჯველაძე - ევროპის წამლის სააგენტომ უარი თქვა ელევიდისის პირობით რეგისტრაციაზეც
თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics