|
2016-08-01 18:16:24, 728 ნახვა
პოლიტიკა
ლევან იზორია: ვამაყობ, რომ სამშობლოსთვის თავდადებულ სამხედროებთან მომიწევს მუშაობა
„მინდა სიამაყით ვთქვა, რომ მუშაობა მომიწევს სამშობლოსთვის თავდადებულ სამხედროებთან“, - ამის შესახებ თავდაცვის ახალმა მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა. როგორც იზორიამ თანამდებობაზე წარდგენისას აღნიშნა, უწყება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გააგრძელებს. „პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ინტეგრაციის გზაზე, თავდაცვის უწყებაში მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებას. ახლო წარსულში ხელი მოეწერა მემორანდუმს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. ერთ-ერთი ინიციატორი თქვენ იყავით ბატონო პრემიერო, მემორანდუმით გათვალისწინებულ მნიშვნელოვან რეფორმებს, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის თავდაცვისნარიანობის გაძლიერებას, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ჩვენი თავდაცვის უწყებისა და ქვეყნის ინტეგრაციას, ხელი მოეწერა“,-განაცხადა იზორიამ. მან მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს და დასძინა, რომ ნაკისრ ვალდებულებებს ღირსეულად შეასრულებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)