|
2016-08-01 12:08:32, 675 ნახვა
პოლიტიკა
კახიძე: ხელისუფლებამ კორცხელში დამარცხების შემდეგ, ალბათ გააცნობიერა, რომ ძალადობას მომავალი არ აქვს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ოთო კახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსად კახა კალაძის დანიშვნამ, ნათელი გახადა, რომ კორცხელის ინციდენტი მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი იყო. როგორც კახიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მსგავსი ინციდენტების გამეორებას არ ელოდება, რადგან ხელისუფლებამ გააცნობიერა, რომ ძალადობას მომავალი არ აქვს. „მთავარი პროკურატურის მიმართ, ცხადია, რომ ნდობა არ გვაქვს. საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ ბაჩო ახალაიაც თავის ნებით გამოცხადდა პროკურატურაში, მაგრამ მასზეც პატიმრობა მოითხოვეს, თან 12-ჯერ და წინასწარ პატიმრობაში 9 თვეზე მეტხანს ყავდათ, რაც კონსტიტუციით არ არის გათვალისწინებული. რაც შეეხება კორცხელის ინციდენტის მონაწილეებსა და მათ ორგანიზატორებს - ორგანიზატორების გამოვლენა არ მომხდარა. პროკურატურა არ ითხოვს პატიმრობას და კმაყოფილდება გირაოთი, ეს მიანიშნებს მათ ცალსახა დაინტერესებაზე. „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსად კახა კალაძის დანიშვნამ ნათელი გახადა, რომ კორცხელის ინციდენტი მმართველი გუნდის კამპანიის ნაწილი იყო. „ქართულმა ოცნებამ“ კორცხელში ძალის დემონსტრირება მოადინა. მსგავსი ინციდენტების გამეორებას ჩვენ არ ველოდებით. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ კორცხელში დამარცხების შემდგომ, ალბათ, გააცნობიერა, რომ ძალადობას მომავალი არ აქვს. „ოცნებამ“ რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს, არჩევნებში მაინც დამარცხდება“, - განაცხადა კახიძემ. შეგახსენებთ, რომ გადაცემა „იმედის დროსთან“ საუბრისას მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ პროკურატურა კორცხელის ინციდენტის საქმეს აუცილებლად გამოიძიებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)