|
2016-07-30 15:43:23, 4011 ნახვა
კულტურა
„თავისუფლებისა და მუსიკის სამი დღე“ - TBILISI OPEN AIR 2016 გაიხსნა
„თავისუფლებისა და მუსიკის სამი დღე საფესტივალო ქალაქ LISI WONDERLAND-ში“ - სამხრეთ კავკასიის ყველაზე მასშტაბური, ყოველწლიური მუსიკალური ფესტივალი, TBILISI OPEN AIR 2016 გაიხსნა. გუშინ მთავარ სცენაზე პირველი გამომსვლელი რუსული ჯგუფი Motorama იყო. შემდეგ კი, ბრიტანული ჯგუფის Morcheeba წევრებმა - Skye-მ და Ross–მა განსაკუთრებულად აიყოლიეს მსმენელი. Skye–ს ქარიზმამ ხალხის დიდი ნაწილი მასთან ერთად ააცეკვა. 29 ივლისის ჰედლაინერი ჯგუფი ფრანგული მუსიკალური ბენდი Air იყო. მსმენელის განსაკუთრებული მოწონება ორმა ჰიტმა „How does it make you feel” და “Sexy boy” დაიმსახურა. TBILISI OPEN AIR 2016-ზე მისულ მსმენელს, მუსიკის გარდა მრავალფეროვანი აქტივობები დახვდა: სათამაშო მოედანი "PLAYGROUND", ილიაუნის ასტრო ზონა, ზღაპრის ზონა, საკითხავი ზონა, 20-მდე კაფე-ბარი. დღეს საფესტივალო ქალაქში შესვლა 16:50 საათიდან იქნება შესაძლებელი. ჰედლაინერი ბრიტანული მუსიკალური ჯგუფი Unkle იქნება. გარდა ამისა, დღეს ფესტივალის ერთ–ერთი მთავარი მოვლენა ამერიკელი გიტარისტი Steven Siro იგივე "Steve" Vai . ორგანიზატორები შეგვახსენებენ, რომ ფესტივალის დღეებში (29, 30 და 31 ივლისი) ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ადგილზე, საფესტივალო ქალაქის შესასვლელში, ასევე ონლაინ @ www.tbilisiopenair.ge/ge და TBC PAY-ს ტერმინალებში. ადგილზე აბონიმენტები აღარ გაიყიდება, აქ მხოლოდ დღიური ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი. იმისათვის, რომ არ შეგექმნათ ფესტივალზე შესვლის პრობლემა, ნუ შეიძენთ ბილეთებს არაოფიციალური პირებისგან. ცნობისთვის, 29 ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, TBILISI OPEN AIR 2016-ის უფასო ავტობუსები გავა დელისის მეტროდან LISI WONDERLAND-ამდე.
უკრაინულმა დრონებმა პეტერბურგი დაბომბეს, დააზიანეს წყალქვეშა იარაღის წარმოების მთავარი ინსტიტუტი
NBC News: პენტაგონმა ისრაელის მხრიდან კონტრდაზვერვის საფრთხის დონე უმაღლესამდე გაზარდა
Axios: ვიტკოფი და კუშნერი ირანთან დაკავშირებულ მოლაპარაკებებში ბირთვული ექსპერტებს ჩართავენ
ევროკომისიამ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის გამკაცრების პირობა დადო
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)