|
2016-07-29 14:50:15, 1100 ნახვა
რეგიონი
იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულდა
დმანისის და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 48 სოფლის 3 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის რეჟიმი გაუმჯობესდება. როგორც „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ იაკუბლოს წყალსაცავის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დაასრულა. „ბოლო წლებში კაშხლის ფერდობსა და მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდა ფილტრაციული კერების ზრდა, რაც საფრთხეს უქმნიდა კაშხლის მდგრადობას და აფერხებდა წყალსაცავის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას. ჩატარებული 600 000 ლარის ღირებულების სამუშაოების შედეგად შესაძლებელი გახდა წყალსაცავის უსაფრთხო ფუნქციონირება. 2012 წლიდან დღემდე ქვემო ქართლის რეგიონში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 21 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. შედეგად წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი რეგიონში 24 500 ჰექტრიდან 44 000 ჰექტრამდეა გაზრდილი“, - აცხადებენ სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)