|
2016-07-29 14:25:07, 1036 ნახვა
რეგიონი
„გვამუშავებენ როგორც მონებს“ - ბათუმში „მეტრო სითის“ 500-მდე მუშა გაიფიცა
ბათუმის ბულვარში, სამშენებლო კომპანია „მეტრო სითის“ 500-მდე მუშა საპროტესტო აქციას მართავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ავთო აბრამიშვილმა განუცხადა, კომპანიაში მუშახელის უფლებები ირღვევა და მათ გაუსაძლის პირობებში ამუშავებენ. კომპანიის მუშები დასვენების დღის გამოყოფას და სამუშაო საათებში მათთვის ნორმალური საკვები-პროდუქტების მიწოდებას ითხოვენ. „ სიტუაცია შემდეგნაირია. ირღვევა ჩვენი, მუშა ხელის უფლებები. ნორმალურ საკვებს არ გვაჭმევენ. დღეს გვითხრეს, რომ ვინც 8:00 საათზე შემოვა ობიექტზე, ყველას გაათავისუფლებენ სამსახურიდან. მსგავსი პრეცედენტი არცერთ ქვეყანაში არ ხდება. ჩვენ საერთოდ არ გვაქვს დასვენების დღე. არ გვაქვს იმის უფლება, რომ თუნდაც ერთი დღე დავისვენოთ. ვითხოვთ, რომ ჩვენი სამუშო დღე დაიწყოს დილის 9:00 საათზე და დამთავრდეს 18:00 საათზე, კვირა დღეს რომ დავისვენოთ და ნორმალური საკვები მოგვაწოდონ. რას გვაჭმევენ ღმერთმა იცის. ყველა ცუდად ვართ, ზოგი იწამლება, ზოგი საერთოდ ვეღარ ჭამს საჭმელს და ვართ ასეთ გაუსაძლის პირობებში. გვამუშავებენ როგორც მონებს. დაახლოებით 500- მდე ადამიანი ვართ გაფიცული და სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ არ დავიშლებით“,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ აქციის ორგანიზატორმა. „ექსპრესნიუსი“ „მეტრო სითისთან“ დაკავშირებას ცდილობს, თუმცა კომპანიაში სატელეფონო ზარებს ამ დრომდე არ პასუხობენ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)