|
2016-07-28 17:28:31, 4572 ნახვა
კულტურა
კრისტინა აგილერა ბათუმში იმყოფება
ექვსი გრემის მფლობელი, პოპულარული ამერიკელი მომღერალი კრისტინა აგილერა უკვე ბათუმში იმყოფება. პოპ-ვარსკვლავი სასტუმრო "ჰილტონში" ცხოვრობს. ცნობისთვის, აგილერა 30 ივლისს Black Sea Arena-ზე იმღერებს. საკონცერტო დარბაზი BLACK SEA ARENA 10 000 ადამიანზეა გათვლილი. სივრცე ორ დამოუკიდებელ შენობას აერთიანებს – ერთ მათგანში განთავსებულია კინოთეატრის დარბაზები, სწრაფი კვების ობიექტები, შეხვედრის ოთახები, სამედიცინო პუნქტი და ვიპდარბაზები, ხოლო მეორეში- ადმინისტრაციული ნაწილი, საგრიმიოროები, ტექნიკური ოთახები და კაფეტერია. სივრცე გათვლილია არა მხოლოდ მუსიკალური ღობისძიებებისათვის, არამედ სპორტული, თეატრალური და საცირკო წარმოდგენებისათვისაც. ასევე, „Black Sea Arena"-ზე კრისტინა აგილერას კონცერტზე დასწრების მსურველთათვის თბილისიდან დამატებითი (#856/855) მატარებელი დაინიშნა. 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი ორივე მიმართულებით 300-300 მგზავრს გადაიყვანს.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)