|
2016-07-27 19:03:21, 620 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის თავმჯდომარე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების - ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მუშაოებას გაეცნო. დეპარტამენტის თავმჯდომარემ მამუკა ბერძენიშვილმა რეგიონის ხელმძღვანელს მიმდინარე პროექტების, სამომავლო გეგმებისა და ტურიზმის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის მთვრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათი ცნობით, პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო რეგიონის ტურიზმის განვითარების მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები. ტურიზმის დეპარტამენტი უახლოეს მომავალში ტურისტული ბაზრების გაზრდას, შიდა ტურიზმის მიმართულებით სარეკლამო და მარკეტინგული ღონისძიებების გაძლიერებას, რებრენდიგსა და სხვა ინოვაციური პროექტების განხორციელებას გეგმავს. მამუკა ბერძენიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს ტურიზმის დეპარტამენტის მიერ წარმოებული კვლევების შედეგებიც გააცნო, რომლის მიხედვითაც ჩამოსულ ვიზიტორთა 92% კმაყოფილია აჭარაში ვიზიტით, თუმცა უკმაყოფილებას მომსახურების კუთხით ვიზიტორთა 14%-გამოხატავს. ტურიზმის სტატისტიკით დღეს აჭარაში გვაქვს მონაცემები, რომელიც მანამდე კვლევების მიხედვით არასოდეს დადგენილა - უცხოელი ვიზიტორი საშუალოდ რეგიონში 3 დღე რჩება და დღეში საშუალოდ 320 ლარს ხარჯავს, სულ საშულოდ 960 ლარს. ტურისტების მატებასთან ერთად დადებითი ტენდენცია შეინიშნება სასტუმრო სექტორის ზრდის კუთხითაც, დღეს აჭარაში 328 რეგისტრირებული განთავსების ობიექტი და 15 764 საწოლი ადგილია. მნიშვნელოვანი ზრდაა ასევე საერთაშორისო მიმართულებით - ბათუმის აეროპორტში კვირაში 81 ფრენა 22 მიმართულებით ხორციელდება, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა. ზურაბ პატარაძე პრეზენტაციის ბოლოს აჭარაში არსებული ონლაინ სერვისების საერთო ბაზის შექმნის ინიციატივით გამოვიდა, რაც კიდევ უფრო გაზრდის უცხოელი მომხმარებლების ხელმისაწვდომობას რეგიონის ტურისტულ მომსახურებაზე. მთავრობის თავმჯდომარემ ტურიზმის დეპარტამენტის მთელ გუნდს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისა და არსებული შედეგებისათვის. უახლოეს მომავალში ზურაბ პატარაძე ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გაფართოებულ შეხვედრას გამართავს.
ხმაური იყო მარნეულის სოფელ შულავერში გამართულ აქციაზე - ვიდეო
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)