23:40 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-27 14:36:24, 640 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ მოხსენება წარადგინა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან არსებული „ქალთა ოთახის“ ორგანიზებით, გაიმართა შეხვედრა-დისკუსია ჯანდაცვის პოლიტიკის შესახებ.

შეხვედრაზე მოხსენება აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ წარადგინა. ლევან გორგილაძემ ასევე ისაუბრა აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების შესახებ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის პროგრამების ფარგლებში, 6 თვის განმავლობაში, გაწეული სერვისების რაოდენობა შეადგენს - 28 838. გახარჯული თანხა კი - 4,077,516 ლარს.

აქედან: ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით - 3 492 ბენეფიციარი, - 3,227,126 ლარი; სოციალური დაცვის პროგრამებით - 1 551 ბენეფიციარი, - 691,831 ლარი; საზოგადოებრივი ჯანდაცვის პროგრამებით - 23 645 ბენეფიციარი, - 158,559 ლარი; დასაქმების სააგენტოს პროგრამებით - 150 ბენედიციარი, (ანგარიშსწორება დაგეგმილია III კვარტალში).

საანგარიშო პერიოდში სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირდა - 1982 სამუშაოს მაძიებელი. სააგენტოს შუამდგომლობით დასაქმდა - 887 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის: გრძელვადიან სამუშაოზე - 525 დროებით სამუშაოზე - 164 ერთჯერად სამუშაოზე - 198 2016 წელს აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 7 პროგრამას, 20 ქვეპროგრამას განახორცილებს. სამინისტროს 2016 წლისპროგრამული ბიუჯეტი 11,306,170 ლარს შეადგენს.

შეხვედრას ესწრებოდნენ დაინტერესებული მხარეები: ხელვაჩაურის „ქალთა ოთახების“ კოორდინატორები და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების წარმომადგენლები. შეხვედრის დასკვნით ნაწილში გაიმართა დისკუსია.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics