|
2016-07-26 17:17:29, 1010 ნახვა
რეგიონი
აჭარის დასაქმების სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“-ს რეგიონალურ ოფისს შორის მემორანდუმი გაფორმდა
დასაქმების სფეროში ერთიანი პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტოსა და შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ აჭარის რეგიონალურ ოფისს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთშეთანხმება მიზნად ისახავს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობას, როგორც ბიზნეს გარემოს სრულყოფის, ისე შრომის ბაზრის ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის. დასაქმების სააგენტოს ,,პროფესიული გადამზადების’’ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ამოცანების სრულფასოვნად შესრულებისთვის შეხვედრაზე ასევე ხელი ოთხმხრივ ურთიერთშეთანხმებას მოაწერეა. სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო, სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი'' აჭარის რეგიონალური ოფისი და ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ ქვეპროგრამით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებაზე იზრუნებენ. შეთანხმების თანახმად, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი'' აჭარის რეგიონალური ოფისი იღებს ვალდებულებას თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების მიზნით, ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართათვის უზრუნველყოს საწარმოო პრაქტიკის გავლის შესაძლებლობა ელექტრო და აირზე შემდუღებელ პროფესიაში. საწარმოო პრაქტიკის სრულად გავლის შემდეგ ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ თითოეულ ბენეფიციარს საჩუქრად შესაბამის საწარმოო იარაღის გადასცემს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)