12:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-26 10:23:46, 557 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი: რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში

რუსეთის პოლიტიკა არასდროს იქნება მიღებული არც საქართველოში და არც საერთაშორისო თანამეგობრობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, „ამბასადორიალი 2016“-ზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტმა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოლიტიკას გაუსვა ხაზი და მას საერთაშორისო ურთიერთობების და ფასეულობების დაცინვა უწოდა.

"უნდა გაღრმავდეს ის განცდაც და ის შეხედულებაც, რომ რუსეთის პოლიტიკა არასდროს არ იქნება მიღებული არც საქართველოში, არც საერთაშორისო თანამეგობრობაში და ის იმიტაცია საერთაშორისო ურთიერთობებისა, რომელსაც რუსეთი ახორციელებს ე.წ . აფხაზეთის და ე.წ. ოსეთის სახელმწიფოებთან, რაღაცა ტიპის დიპლომატიური შეთანხმებით, არის მხოლოდ დაცინვა საერთაშორისო ურთიერთობებზე და საერთაშორისო სამართალზე“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ამასთან, პრეზიდენტმა ელჩებს მადლობა გადაუხადა იმ საქმიანობისთვის, რომელსაც ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის ასამაღლებლად ეწევიან და საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე ისაუბრა.

„ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყანა. ეს ლიდერობა უკვე ასახულია იმ შეთანხმებებში, რომელიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან. ამ თვალსაზრისით, ჩვენ გვაქვს უკვე თავისუფალი ვაჭრობის, ასოცირების შეთანხმება და ბუნებრივად ამ შეთანხმებების გაგრძელებად, ჩვენ ველით თავისუფალი უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას, რაც ვიცით, რომ გააღრმავებს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics