12:40 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 17:26:32, 729 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური: პრეზიდენტი მე არ უნდა მეწუწუნებოდეს, ის ზომებს უნდა იღებდეს

პრეზიდენტი მე კი არ უნდა მეწუწუნებოდეს, ის ზომებს უნდა იღებდეს ყველა იმ თანამდებობის პირის მიმართ, ვინც პასუხისმგებელია მისი ოჯახის წევრის ზეწოლის ფაქტზე, - ამის შესახებ „თამაზ მეჭიაური - ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერმა, თამაზ მეჭიაურმა "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც მეჭიაურმა აღნიშნა, ის ნებისმიერი ზეწოლის ფაქტს გმობს, მაგრამ პრეზიდენტის მხრიდან მსგავსი განცხადება ლოგიკურად არ მიაჩნია.

"მას გააჩნია უამრავი ბერკეტი და შესაბამისი ზომები უნდა მიიღოს. თუ პრეზიდენტი ვერ ახერხებს საკუთარი ოჯახის წევრების დაცვას ამხელა ბერკეტების პირობებში, როგორ მოახერხებს სხვის დაცვას", - განაცხადა მეჭიაურმა.

მისივე განმარტებით, ამ ფაქტის გამოძიება უმოკლეს დროში უნდა ჩატარდეს.

"დადასტურების შემთხვევაში, რა თქმა უნდა ამ პიროვნებების დასჯა უნდა მოხდეს. თუ ეს არის უბრალოდ პოლიტიკური განცხადება და მიმართულია ხელისუფლების დისკრედიტაციისკენ, პრეზიდენტის ასეთ ქმედებასაც უნდა მიეცეს შესაბამისი შეფასება", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის განცხადებით, მისი ოჯახის წევრის სახლში სამართალდამცველებმა ყოველგვარი სასამართლოს დადგენილების გარეშე ჩხრეკა ჩაატარეს, რაც ზეწოლის მცდელობაზე მიანიშნებდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics