11:33 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-25 16:03:48, 639 ნახვა

პოლიტიკა
გია ხუხაშვილი: პრეზიდენტის განცხადება იძულებითი იყო

ექსპერტის პოლიტიკის საკითხებში გია ხუხაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებას სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება არ მოყვა, პრეზიდენტი იძულებული გახდა ეს განცხადება გაეკეთებინა.

როგორც ხუხაშვილმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, გიორგი მარგველაშვილის დღევანდელი განცხადება აბსოლუტურად კორექტული იყო.

„პრეზიდენტის განცხადება აბსოლუტურად კორექტულია. მან ცალსახად თქვა, რომ ამ საქმეში ხელისუფლების ბრალეულობაზე არ ფიქრობს. პრინციპში, ხელისუფლების ხელმძღვანელობას მოუწოდა, რომ ამ თემაზე მოილაპარაკონ. ვფიქრობ, მარგველაშვილის განცხადება იძულებითი იყო. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებაზე სამართალდამცავებმა ავტომატურად არ აღძრეს საქმე, გარკვეულწილად უცნაური ვითარება მივიღეთ. ხელისუფლების მხრიდან ამ ინფორმაციის უაპელაციო უარყოფა მოხდა. იმის და მიუხედავად პაპუაშვილი მართალს ამბობს თუ არა, საქმე ყველა ვარიანტში უნდა აღძრულიყო. საქმე არ აღიძრა და ბუნებრივია კითხვები გაჩნდა. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ ის ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან გასხვავებით, უდანაშაულობის პრეზუმციით ვერ სარგებლობს. მისი მოვალეობაა ამტკიცოს, რომ სხვა პროცესებს არ აქვს ადგილი“, - აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, საკონსტიტუცციო სასამართლოს თავმჯდომარესთან გიორგი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ბრიფინგი გამართა.

როგორც ბრიფინგზე პრეზიდენტმა განაცხადა, პაპუაშვილის მიერ მიწოდებულ ფაქტებს მოსამართლეებზე ზეწოლის შესახებ, ის არ გაუოცებია. მარგველაშვილის თქმით, ზეწოლის მცდელობა მისი ოჯახის წევრზეც იყო .





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics