20:48 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-21 22:50:14, 895 ნახვა

საზოგადოება
თურქეთში 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა - საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს

თურქეთის რეპუბლიკაში 90 დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

როგორც "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, თურქეთის რესპუბლიკის ხელსიუფლებას ულება აქვს განვითარებული მოვლენების შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ოპერატიულად დააწესოს გარკვეული შეზღუდვები, როგორც  დროის კონკრეტულ მომენტსა და კონკრეტულ არეალში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. კერძოდ, შეზღუდოს ან გარკვეული პერიოდით აკრძალოს: ქვეყნიდან გასვლა და ქვეყანაში შემოსვლა; ქუჩაში გასვლა და გადაადგილება; ქვეითად ან ტრანსპორტით თავისუფლად გადაადგილება; განახორციელოს პიროვნებების პირადი შემოწმება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნივთების შემოწმება, ჩამორთმევა და მათი მტკიცებულების სახით კონფისკაცია;პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების კონტროლი, ასევე, დააწესოს ცალკეულ რეგიონებში შესასვლელად სპეციალური საშვების წარმოდგენის აუცილებლობა და სხვა.

თურქეთის რესპუბლიკაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის თურქული მონაკვეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები [სარფივალეკარწახი] მუშაობენ საგანგებო რეჟიმში. რაც შეეხება ავიაფრენებს, გამკაცრებული უსაფრთხოებისა და კონტროლის ზომებიდან გამომდინარე, აუცილებელია მგზავრები 5-6 საათით ადრე გამოცხადნენ აეროპორტებში.

საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ:

თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზზე: +905 33 69 03 040

სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +905 41 81 84 400

ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელ ხაზზე: +905 41 326 22 26

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის ცხელი ხაზზე: 577 98 40 20





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics