04:34 - 22 Apr, 2026
|
2016-07-21 14:13:53, 1093 ნახვა
სამართალი
თბილისში მცირეწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტზე შუა ხნის მამაკაცი დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მცირეწლოვნის მიმართ გარყვნილი ქმედების ფაქტი გამოავლინა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ბავშვი კარგად არის და რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. დანიშნულია ექსპერტიზები. ამასთან, უწყების ცნობით, მას შემდეგ, რაც შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, შუა ხნის მამაკაცმა გაქცევა სცადა, რა დროსაც წაიქცა და ფეხი დაიზიანა. იგი პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ, საავადმყოფოშია გადაყვანილი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ჩადენას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)