04:35 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 16:48:20, 1231 ნახვა

სამართალი
აჭარის დასაქმების სააგენტომ განახლებული ბრენდ-ბუქისა და დასაქმების აგენტების პრეზენტაცია გაიმართა

სსიპ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დასაქმების სააგენტომ განახლებული ბრენდ-ბუქისა და დასაქმების აგენტების პრეზენტაცია გამართა.

დასაქმების სააგენტოს იდენტიფიკაციის, შერჩეული სტილისა, იერსახის შენარჩუნებისა და მისი ცნობადობის გაზრდის მიზნით შემუშავდა ახალი ლოგო. ლოგოტიპის შემუშავების პროცესში ჩატარდა გამოკითხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის. ასევე გაიმართა კონსულტაციები სხვადასხვა სადიზაინერო და ფოკუს ჯგუფებთან. კითხვარში მიღებული პასუხებიდან გამომდინარე დასაქმების სააგენტოს ლოგო უნდა იწვევდეს შემდეგ ასოციაციებს: სიახლე, ზრდა, კავშირი, შრომისმოყვარეობა, მიზანმიმართულობა, წარმატება, მდგრადობა, განათლება, თანამედროვეობა. მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა ლოგო:

დასაქმების სააგენტოს საქმიანობის შესახებ ცნობადობის გაზრდის მიზნით, სააგენტომ 13 დასაქმების აგენტი შეარჩია, რომელთა უფლება-მოვალეობები შემდეგნაირად განისაზღვრა: სააგენტოს ერთიან მონაცემთა ბაზაში დამსაქმებელთა და სამუშაოს მაძიებელთა რეგისტრაცია; სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციის მიზნით, კომპანიებისა და სამუშაოს მაძიებლების კონსულტირება და ინფორმირებულობა; კარიერული დაგეგმვისა და სააგენტოს მიზნობრივი პროგრამების შესახებ პრეზენტაციების ჩატარება; დასაქმების სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ორგანიზებული შრომის ბაზრის კომპონენტების კვლევებში მონაწილეობის მიღება (კითხვარების დარიგება, შევსება).

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ბაჩო ბებია დაიღუპა
კალასი: საქართველო დემოკრატიის უკუსვლიდან შემობრუნების არანაირ ნიშანს არ აჩვენებს
ზელენსკის თქმით, დრუჟბას ნავთობსადენი ოპერაციების განახლებისთვის მზადაა
იოზვიაკი წერს, რა განიხილეს EU-ის მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics