19:20 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-20 15:52:12, 736 ნახვა

საზოგადოება
ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში ადგილობრივ საწარმოებში 80 დევნილი დასაქმდა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთის“ აღმასრულებელი დირექტორი ნუკრი მილორავა, ლტოლვილთა დანიის საბჭოს პროექტის მენეჯერი ეკა გვალია, ბათუმში, ცენტრი „აფხაზეთის“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ 2 მეწარმეს ესტუმრნენ და საწარმოები ადგილზე დაათვალიერეს.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში,  ცენტრმა „აფხაზეთმა“ ტექნიკა-დანადგარების შესაძენად ადგილობრივ მეწარმეებს გრანტები გადასცა, თავის მხრივ  მეწარმეებმა დევნილების დასაქმების ვალდებულება აიღეს. სულ დაფინანსდა 44 საწარმო და გრძელვადიანად დასაქმდა 80-მდე დევნილი.

უწყების ინფორმაციით, გრიგოლ გიორგაძე ცენტრი „აფხაზეთის“ ოფისში მცირე მეწარმეებისათვის ხელსაწყოების გადაცემის ღონისძიებასაც დაესწრო.

ღონისძიებაზე 40-მდე  დევნილ და ეკომიგრანტ მცირე მეწარმეს, საარსებო წყაროების მოსაძიებლად, როგორც ბიზნესის დასაწყებად, ისე არსებული საქმიანობის გასაფართოებლად 500 ევროს ღირებულების აღჭურვილობა  გადაეცა.

საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ლტოლვილთა დანიის საბჭოსთან (DRC) ერთად ევროკავშირის (EU) ფინანსური ხელშეწყობით 2015-2016 წწ. ახორციელებს მასშტაბურ პროექტს „დამოკიდებულებიდან თვითკმარობამდე - ინოვაციური და ეფექტური საარსებო წყაროების გადაწყვეტილებები საქართველოსთვის”. 

პროექტის მიზანია იძულებით გადაადგილებული და მასპინძელი თემების ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობა გრძელვადიანი და მდგრადი საარსებო წყაროების შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით. პროექტი საქართველოს 5 ქალაქში ხორციელდება (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ზუგდიდი, ბათუმი).

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics