09:26 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-19 16:50:10, 656 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი ქალაქ პირანის მერს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პირველი ლედი მაკა ჩიჩუა დღეს ქალაქ პირანის მერს პიტერ ბოსმანს შეხვდნენ.

პრეზიდენტმა პირველ ლედისთან და დელეგაციასთან ერთად ზღვისპირა ქალაქის ისტორიული უბნები მოინახულა.

როგორც პირანის მერმა პიტერ ბოსმანმა განაცხადა, საქართველოსა და სლოვენიას ურთიერთობის ხანგრძლივი ისტორია აქვს და ეს ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა განვითარდეს.

„ბატონო მერო, მსურს გითხრათ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უნიკალური ანბანი, ასე რომ ჩვენი ხელნაწერი არაა ლათინური, ის უნიკალურია და განსხვავებული. ეს არის სრულად სხვა ენა და ერთ-ერთია არსებულ 14 ანბანს შორის"- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და ,,ოქროს წიგნში,,   ჩანაწერი გააკეთა.

გიორგი მარგველაშვილმა ქალაქის მერს მადლობა გადაუხადა გულთბილი მიღებისათვის.

,,ეს არის განსაკუთრებული ვიზიტი, რადგან ჩვენ ვნახეთ სლოვენიური მასპინძლობა, რომელიც, შემიძლია გითხრათ, რომ გამორჩეულია.

მჯერა, რომ ჩემს მოქალაქეებს სრულად უნდა გავუზიარო ის დიდი გამოცდილება, რომელიც მე აქ მივიღე და დარწმუნებული ვარ, რომ ქართველები ძალიან მოწადინებულნი იქნებიან ესტუმრონ სლოვენიას და  თქვენს არაჩვეულებრივ ქალაქს.

მადლობელი ვარ ამ მიღებისათვის და მოუთმენლად ველი ჩვენს ერებს შორის ურთიერთობათა გაღრმავებას",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

პირანის მერთან შეხვედრით საქართველოს პრეზიდენტმა სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics