18:03 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 21:42:50, 703 ნახვა

საზოგადოება
პრემიერი: ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი, ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია

"ჩვენ გავათავისუფლეთ ბიზნესი, ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქუთაისში, იმერეთის რეგიონში “ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

კვირიკაშვილის შეფასებით, “ქართულ ოცნებას“ არც ერთი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოჩვენებითი ეფექტრის შესაქმნელად და ვინმესთვის თვალის ასახვევად. მან განვლილი 4 წელი შეაფასა და “ქართული ოცნების“ გეგმებზე ისაუბრა. 

კვირიკაშვილის თქმით, ქვეყანამ მოიპოვა თავისუფლება და ახლა მას სწრაფი განვითარება სჭირდება, რაც “ქართულ ოცნების“ მიზანია.

 “ჩვენ გადავარჩინეთ უამრავი ადამიანი, ყველას მივეცით მკურნალობის საშუალება. მარტო ცე ჰეპატიტის პროგრამამ რამდენი სიცოცხლე იხსნა და რამდენ სასოწარკვეთილ ადამიანს დაუბრუნა სიცოცხლის იმედი. ჩვენ უპრეცედენტო დახმარება გავუწიეთ სოფელს, ფეხზე წამოდგომის საშუალება მივეცით ფერმერებს, მეწარმეებს. ჩვენ ყველა ადამიანს დავუდექით გვერდში, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. ჩვენ ხელისუფლება ხალხის სამსახურში ჩავაყენეთ და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც. გაგრძელდება ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენ ხალხს ჯერ კიდევ გაჭირვებულ ყოფას შეუმსუბუქებს. ჩვენ რეალურად გავათავისუფლეთ ბიზნესი, ხელისუფლების ჩარევისგან გავათავისუფლეთ მედია, სასამართლო, პოლიცია. დღეს საკუთრების უფლება დაცული და ხელშეუხებელია. ჩვენს ამ წარმატებას აღიარებს ყველა - საერთაშორისო ორგანიზაცია თუ პარტნიორი ქვეყნები, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. ამაზე ვერ შევჩერდებით. ჩვენთვის მთავარია, რომ თქვენ იგრძნოთ უკეთესობა. თითოეული თქვენგანის ოჯახში მოვიდეს კეთილდღეობა. ამ ოთხ წელიწადში ფუნდამენტი ჩავყარეთ და დღეს უკვე თამამად შეგვიძლია შევთავაზოთ ჩვენს ხალხს სიახლე, რაც თითოეული ადამიანის ცხოვრების დონის გაუმჯობესებას გულისხმობს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics