18:01 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-07-18 17:08:37, 699 ნახვა

საზოგადოება
აჭარის ტურისტულ ობიექტებს „იდუმალი სტუმარი“ შეაფასებს

აჭარაში მდებარე 150 ტურისტულ ობიექტში მომსახურების ხარისხს „იდუმალი სტუმარი“ დაადგენს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მომსახურების კვლევა „იდუმალის სტუმრის“ მეთოდის გამოყენებით სექტემბრამდე 80 სასტუმროსა და 70 კვების ობიექტში განხორციელდება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი კვლევისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ რეკომენდაციებს ტურისტული ობიექტების მეპატრონეებს ინდივიდუალურად მიაწვდის.

„იდუმალი სტუმრის“ მეთოდოლოგია მომსახურების სფეროში ხარისხის შეფასების ყველაზე ზუსტ ბარომეტრად ითვლება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი აღნიშნულ მეთოდს რეგიონში მომსახურების ხარისხის დონის დასადგენად და გასაუმჯობესებლად 2014 წლიდან იყენებს. 2014 წელს პროექტის ფარგლებში ტურისტული სააგენტოები, 2015 წელს კი სააგენტოებთან ერთად განთავსებისა და კვების ობიექტები შემოწმდა.

„ბოლო წლებში „იდუმალი სტუმრის“ მეთოდით ჩატარებული კვლევით შესაძლო გახდა დარგში არსებული პრობლემატიკის დადგენა, სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება და ჩვენი სატრენინგო-საკონსულტაციო ცენტრისთვის საკითხების განსაზღვრა. დარგში დასაქმებულ კადრებს ჩვენ სწორედ „იდუმალი სტუმრის“ პროექტისას აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ ვუტარებთ ტრენინგებს, ვუწევთ ინდივიდუალურ რეკომენდაციებს თუ როგორ აღმოფხვრან ხარვეზები და გააუმჯობესონ ხარისხი,“ - განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბერძენიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics