|
2016-07-18 12:52:42, 1404 ნახვა
კომენტარი
ჯეჯელავა: საქართველოში ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში კანონდარღვევის შემთხვევები არ ყოფილა
განათლებისა და მეცნიერების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, საქართველოში მდებარე ფეთჰულა გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში რაიმე კანონდარღვევის შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. ჯეჯელავას თქმით, აღნიშნულ საკითხს ხვალ თურქეთში ვიზიტისას ოფიციალურ შეხვედრებზე განიხილავენ: "ფაქტი, რომ გიულენის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობა მთელ მსოფლიოში ფინანსდება, მათ შორის არის სკოლების ქსელი საქართველოში, რომელიც ამ მიმართულებიდან ფინანსდებოდა, მეორე მხრივ, ეს სკოლები არის უმეტეს შემთხვევაში აკრედიტებული კანონმდებლობით, ქართულ ენაზე მიდის სწავლება, ჩვენი პროგრამების მიხედვით, შესაბამისად, არანაირი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტერორიზმთან, ან სხვა სახის უკანონობასთან კავშირი ჰქონდეს ამ სკოლებს, არ გვქონია. ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუდგებით თურქეთში ხელისუფლების დამოკიდებულებას ახლა. ხვალ არის პრემიერის ვიზიტი თურქეთში და იქნება შეხვედრები უმაღლეს დონეზე, მეც ვიქნები ამ გუნდში და ერთ-ერთ საკითხად განვიხილავთ ამას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ერთი მხრივ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან ჩვენს მეგობრობას არაფერი ართულებდეს, მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია, ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია,ერთი ადამიანის განცხადებაზე არ ავაგოთ გადაწყვეტილება",-განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ და დასძინა, რომ მართლა თუ აღმოჩნდა მტკიცებულებები ტერორიზმთან, ან სხვა სახის უკანონობასთან ბავშვების კავშირის შესახებ, ეს იქნება როგორც ადმინისტრაციული, ისე, შესაძლოა, სისხლის სამართლის დევნის საფუძველი. "თუმცა ამწუთას ასეთი მტკიცებულებები არ გვაქვს",-აღნიშნა განათლების მინისტრმა.
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)